საფრანგეთში ტრანსგენდერ ქალებს ოფიციალურ ტურნირებში მონაწილეობის უფლება მიეცათ

საფრანგეთის რაგბის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მომდევნო სეზონიდან, ტრანსგენდერ ქალებს ქალთა რაგბის ტურნირებში მონაწილეობის უფლება ექნებათ.

“რაგბი ადამიანებს სქესის, გენდერის, წარმომავლობისა თუ რელიგიის მიხედვით არ ასხვავებს. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციას და ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, რაგბი ნებისმიერმა ადამიანმა ითამაშოს”, – განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა, სერჟ სიმონმა.

აღსანიშნავია, რომ იდენტობით ტრანსგენდერმა ქალებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა, რომ მინიმუმ 12 თვის განმავლობაში, ჰორმონალურ მკურნალობას გადიოდნენ.

ასევე, ცნობაში დაფიქსირებული უნდა იყოს, რომ 1 ლიტრ სიხლში, ტესტოსტერონის შემცველობა 5 ნანომოლს არ აღემატება.

საფრანგეთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ტრანსგენდერ ქალებს უმაღლეს დონეზე რაგბის თამაშის უფლება მისცა.

საფრანგეთში ტრანსგენდერ ქალებს ოფიციალურ ტურნირებში მონაწილეობის უფლება მიეცათ

სტატიის ავტორი
-