ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს, სადაც წარმატებით დაძლია, როგორც პირველი, ასევე მეორე რაუნდი.
საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში გორგოძე, მსოფლიო რეიტინგის 231-ე ნომერ ელიცა კოსტოვას უპირისპირდებოდა და 2-სეტში, ანგარიშით – 7:6(5), 6:3 სძლია.
ფინალურ ეტაპზე ეკო გორგოძის მეტოქე ნურია პარიზას-დიასი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 165-ე პოზიციას იკავებს.
იმ შემთხვევაში თუ ქართველი ჩოგბურთელი წარმატებით დაძლევს ბოლო ეტაპსაც, როლან გაროსის ძირითად ბადეში მოხვდება.
Live.ge წარმატებებს უსურვებს ეკო გორგოძეს!