ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში გერმანიამ პორტუგალია 1:0 დაამარცხა და ტიტული ისტორიაში მესამედ მოიპოვა.
მატჩის ერთადერთი გოლი 49-ე წუთზე ლუკას ნმეჩამ გაიტანა, რომელმაც რიდლე ბაკუს ზუსტი გადაცემით ისარგებლა.
![მესამედ ისტორიაში - გერმანია ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია 1 video](https://www.live.ge/wp-content/uploads/2021/06/60bd37510f074.jpg)
ფინალური შეხვედრის მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი იყო, რომელსაც ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია უწევდნენ.
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ბომბარდირი 4 გოლით ლუკას ნმეჩა გახდა.
THAT’S IT!!!! 🥳🎉
GERMANY ARE 2021 EUROPEAN U21 CHAMPIONS! 🏆🇩🇪#U21EURO #GERPOR 1-0 pic.twitter.com/gJipxtPAw2
— Germany (@DFB_Team_EN) June 6, 2021