საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, ოთარ კაკაბაძე კარიერას ,,კრაკოვიაში” გააგრძელებს. ინფორმაციას პოლონური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ქართველმა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ოთარ კაკაბაძის ბოლო გუნდი ,,ტენერიფე” იყო. 25 წლის მცველმა გასულ სეზონში ესპანეთის ლა ლიგა 2-ში 16, კოპა დელ რეიზე კი 3 შეხვედრა ჩაატარა.
,,კრაკოვიამ” პოლონეთის უმაღლესი ჩემპიონატის – ექსტრაკლასას 2020-2021 წლების სეზონში ცხრილში მე-14 ადგილი დაიკავა (16-გუნდიან ჩემპიონატში).
![ოთარ კაკაბაძე კარიერას პოლონეთში გააგრძელებს 1 video](https://www.live.ge/wp-content/uploads/2021/06/krakovia.jpg)