გერმანიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ტომას მიულერი, პორტუგალიასთან მოგებული მატჩის შემდეგ, თანაგუნდელს – რობინ გოსენსს გაეხუმრა, რომელიც მწვრთნელმა 63-ე წუთზე შეცვალა:
,,გასაკვირი არ არის, რომ მხოლოდ 60 წუთი ირბინე, შენ ხომ იტალიაში თამაშობ,” – მიულერის სიტყვებს The Athletic-ი ციტირებს.
გოსენსი მიულერის ნათქვას პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა – ,,დიახ, მიულერმა მართლაც ასე მითხრა. მე კი ვუპასუხე, რომ სჯობს კარგი 60 წუთი გქონდეს, ვიდრე – ცუდი 90. მან გაიცინა და ვფიქრობ, ამით ამაზე საუბარი დავასრულეთ.”
რობენ გოსენსმა მონაწილეობა პორტუგალიის კარში გატანილ ოთხივე გოლში მიიღო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.