ყაზაიშვილის საგოლე გადაცემა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე | VIDEO
ივნისი 29, 2021 6:07 pm
აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ვაკო ყაზაიშვილის “ულსან ჰიუნდაიმ” ტაილანდური “პათუმი” 2:0 დაამარცხა.
პირველი გოლის დროს ასისტი სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა გააკეთა. თუმცა, საგოლე გადაცემაზე უფრო აღსანიშნი სამხრეთ კორეელი შემტევის მიერ გატანილი ულამაზესი ბურთია.
![ყაზაიშვილის საგოლე გადაცემა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე | VIDEO 1 video](https://www.live.ge/wp-content/uploads/2021/06/va.png)
ყაზაიშვილმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და მეორე ტაიმში ყვითელი ბარათიც მიიღო.
შეხვედრის პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრების წევრმა ძალიან ეფექტურად ითამაშა და მეტოქე გუნდის ორი მცველი ჩამოიშორა.
![ყაზაიშვილის საგოლე გადაცემა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე | VIDEO 3 video](https://www.live.ge/wp-content/uploads/2021/06/va1.png)
Tags: ვაკო ყაზაიშვილი, ულსან ჰიუნდაი