შემაჯამებელი ტურნირი – ნოვაკ ჯოკოვიჩის ტიტული და სარეკორდო თანხა | მიმოხილვა

2022 წლის შემაჯამებელი ტურნირი დასრულებულია – ნოვაკ ჯოკოვიჩმა ეს კონკრეტული შეჯიბრი კარიერაში მეექვსედ მოიგო.

სერბი ჩოგბურთელი ფინალში, ნორვეგიელ – კასპერ რუდს შეხვდა და 2 სეტში: 7:5; 6:3 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ნოლეს 1500 სარეიტინგო ქულა მოემატა, ხოლო ამ შეჯიბრის დაუმარცხებლად გამარჯვებისთვის თანხის სახით $4,740,300 დოლარი მიიღო, რაც ჩოგბურთის ისტორიაში ერთი კონკრეტული შეჯიბრისთვის ყველაზე დიდი თანხაა.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ გამარჯვებით ნოვაკ ჯოკოვიჩი, საჩოგბურთო სამყაროს მაესტროს – როჯერ ფედერერს გაუთანაბრდა. ორივე ჩოგბურთელის ანგარიშზე შემაჯამებელი ტურნირის 6-6 ტიტულია.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ფინალამდე: სტეფანოს ციციპასს, ანდრეი რუბლიოვს, დანილ მედვედევსა და ტეილორ ფრიცს აჯობა.

სტატიის ავტორი
-