UFC-ის ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის აზრით, ევრო 2020-ის გამარჯვებული ინგლისის ეროვნული ნაკრები გახდება:
,,იტალიას დიდი შანსი აქვს, რადგან ეს ძალიან გამოცდილი გუნდია – ბონუჩი, კიელინი, იმობილე, ყველა ეს ბიჭი…
თუმცა, ჩემი აზრით, ინგლისი გაიმარჯვებს და მათ ამაში სისწრაფე დაეხმარებათ. იმედია, ჩემპიონები ინგლისელები გახდებიან, მათ ეს დაიმსახურეს,” – ნურმაგომედოვის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
ევრო 2020-ის ფინალში ერთმანეთს იტალია და ინგლისი დაუპირისპირდებიან, შეხვედრა დღეს ლონდონში, ,,უემბლიზე” გაიმართება.