ნიდერლანდებში, Future of Football Cup-ზე, სადაც ,,პსვ-ის”, ,,ალკმაარის”, ,,ბრიუგესა” და ,,ლაიფციგის” 19-წლამდელთა გუნდები ასპარეზობენ, ახალი საფეხბურთო წესების გამოცდა დაიწყო.
საუბარია 5 ცვლილებაზე, რომელსაც ფიფა სამომავლოდ განიხილავს:
- აუტის ჩაწოდება ფეხით.
- ჯარიმის გათამაშება დრიბლინგით, პასის გარეშე.
- ცვლილებების შეუზღუდავი რაოდენობა.
- ფეხბურთელი ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში, მოედანს 5 წუთით დატოვებს.
- ორი 30-წუთიანი ტაიმი (იგულისხმება სუფთა დრო, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ პაუზის დროს, წამზომი გაჩერდება).
Goal.com-ის ცნობით, გასულ კვირაში გამართული შეხვედრები ფიფას ინიციატივით გაიმართა. ტურნირის დასრულების შემდეგ, ორგანიზაცია წესებს გაანალიზებს და სიახლის ოფიციალურ მატჩებში დანერგვაზე იმსჯელებს.
Full story here: https://t.co/E5dM3WlDK0
— SPORTbible (@sportbible) July 17, 2021