ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერმა, სანდრო ბაზაძემ, ტოკიოს ზაფხულის ოლიპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა დათმო.
ქართველი მოფარიკავე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში რეიტინგის მე-15 ნომერთან, იუნგვან კიმთან (სამხრეთ კორეა) 11:15 დამარცხდა.
სანდრო ბაზაძემ ოლიმპიადაზე სულ 5 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან 3 მოიგო.
![ბრინჯაოსთვის ბრძოლაში სანდრო ბაზაძე კორეელ მეტოქესთან დამარცხდა (ვიდეო) 1 video](https://www.live.ge/wp-content/uploads/2021/07/60fbf63283433.jpg)