კომპანია Puma-მ, რომელიც დორტმუნდის ,,ბორუსიას” ტექნიკური სპონსორია, გერმანული გუნდის გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა. ქომაგები უკმაყოფილონი არიან იმ ფაქტით, რომ ახალ მაისურზე კლუბის ლოგო, ფაქტობრივად, არ ჩანს.
,,გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდით. სამწუხაროა, რომ ისინი უკმაყოფილონი დარჩნენ. ჩვენთვის მათი აზრი მისაღებია და ქომაგების სურვილს მომავლისთვის გავითვალისწინებთ,” – განაცხადა პუმას აღმასრულებელმა დირექტორმა, ბიორნ გულდენმა.
დორტმუნდის ,,ბორუსია” და პუმა 2012 წლიდან თანამშრომლობენ. მხარეებს კონტრაქტი ერთმანეთთან 2025 წლამდე აკავშირებთ.
Puma CEO Bjørn Gulden on the criticism of Borussia Dortmund’s cup kit: “We regret the fans’ anger and would like to apologise to them. We have really taken the feedback to heart and will take it into account for future jerseys – just as we have done in the past.” [dpa via Kicker] pic.twitter.com/eXoNzGTHsr
— BVB Buzz (@BVBBuzz) September 17, 2021