პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონადლუმ, ამხანაგურ შეხვედრაში ყატარის წინააღმდეგ ითამაშა.
36 წლის ფეხბურთელმა ეროვნულ გუნდში 181-ე შეხვედრა ჩაატარა და ევროპულ ნაკრებებში გამართული მატჩების რაოდენობით სერხიო რამოსის რეკორდი გააუმჯობესა.
მსოფლიო რეკორდი მალაიზიელ ფეხბურთელს, სო ჩინ ანს ეკუთვნის, რომლის ანგარიშზეც სანაკრებო დონეზე 195 მატჩია.
ყატარი გახდა 46-ე ნაკრები, რომლის წინააღმდეგაც პორტუგალიელ ვარსკვლავს გოლი აქვს გატანილი, რაც ასევე ყველა დროის საუკეთესო შედეგია. რონალდუს ეროვნულ გუნდში სულ 112 გოლი დაუგროვდა.
🐐 – Cristiano Ronaldo🇵🇹 is the first man to play 181 matches for a UEFA nation
181 – Cristiano Ronaldo🇵🇹 (+1)
180 – Sergio Ramos🇪🇸#PORQAT— Gracenote Live (@GracenoteLive) October 9, 2021