საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურის შეხვედრის გასამართად 12 ოქტომბერს კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში გაემგზავრა.
როგორც ირკვევა, საქართველოს ეროვნულ გუნდს კოსოვოში ჩაფრენამდე პრობლემები შეექმნა. საქმე ისაა, რომ “საქართველოს ავიახაზების” წარმომადგენელ ბოინგს (TGZ2781 | REG: 4L-TGC), რომელიც ჩარტერულ რეისს თბილისიდან პრიშტინას მიმართულებით მიფრინავდა, 40 წუთის განმავლობაში კოსოვოს დედაქალაქის აეროპორტში დაჯდომა გაუჭირდა და მონიშნულ ტერიტორიას წრეს არტყამდა. როგორც ირკვევა, აღნიშნულის მიზეზი უამინდობა გახლდათ.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი visioner-ი ავრცელებს:
🇬🇪 Georgian National Football Team’s charter flight – Georgian Airways | TGZ2781 | REG: 4L-TGC | After about 40 minutes of circling finally landed at Pristina International Airport safely. pic.twitter.com/lscsOMnjSH
— Visioner (@visionergeo) October 11, 2021
საქართველოს ნაკრებისა და კოსოვოს მატჩი 12 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.