მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოსწინა, მეშვიდე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები კოსოვოს სტუმრად, პრიშტინაში დაუპირისპირდება.
მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე ცნობილია საქართველოს ეროვნული გუნდის ძირითადი შემადგენლობა, “ჯვაროსნების” სასტარტო თერთმეტეული ასე გამოიყურება:
საქართველო: გიორგი ლორია – ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია (კ), ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე – ნიკა კვეკვესკირი, ვაკო გვილია – გიორგი წიტაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია – საბა ლობჟანიძე.
განლაგება: 4-2-3-1.
მატჩი 12 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.