ევროპული ზონიდან მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ნაკრები კვალიფიცირდა | დანიის საოცარი სტატისტიკა

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დასასრულს უახლოვდება.

ევროპული ზონიდან მსოფლიო ჩემპიონატის საგზური განვლილი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთმა ყველაზე დასამახსოვრებელმა ნაკრებმა, დანიამ, მოიპოვა.

საყურადღებოა, რომ დანიელებს ჯგუფში, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ფენომენალური მაჩვენებელი აქვთ – 8-დან 8 მოგება და ამავდროულად ჯამში 27 უპასუხო გოლი.

F ჯგუდიდან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ დანიელები ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე უკონკურენტოდ კვალიფიცირდნენ, მათი უახლოესი მდევარი კი შოტლანდიის ეროვნული ნაკრებია, რომელთაც 17 ქულა აქვთ.

დანია მეორე ევროპული ნაკრებია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე კვალიფიცირდა – დანიის ნაკრებამდე ეს გერმანებელმა, 1 დღით ადრე, ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხებით, შეძლეს.

 

ევროპული ზონიდან მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ნაკრები კვალიფიცირდა | დანიის საოცარი სტატისტიკა

სტატიის ავტორი
-