ოქროს ბურთის 1960 წლის გამარჯვებული, ლუის სუარეს მირამონტესი მიიჩნევს, რომ რობერტ ლევანდოვსკი აღნიშნულ ჯილდოს ახლა ყველაზე მეტად იმსახურებს.
“მიეცით პოლონელს ოქროს ბურთი, თუკი ამას არ გააკეთებთ, მას მე საკუთარს გადავცემ,” – თქვა 86 წლის ესპანელმა.
გეტყვით, რომ სუარესმა ოქროს ბურთის მოგება 1960 წელს “ბარსელონაში” თამაშის დროს მოახერხა. საერთო ჯამში, მან კატალონიური კლუბის შემადგენლობაში 122 მატჩი ჩაატარა და 61 გოლი გაიტანა.