ევროპის წამყვანი სპორტული გამოცემები, ერთბაშად იუწყებიან, რომ “ბარსელონას” და ხავი ერნანდესის თანამშრომლობა დადასტურდა.
უახლოეს ხანებში, ინფორმაციას ოფიციალურად კატალონიური გრანდიც დაადასტურებს, რომლის მთავარი მწვრთნელიც კლუბის ლეგენდა გახდება.
ინფორმაციას ასევე 41 წლის ესპანელის პირველი ის კლუბიც ავრცელებს, რომელსაც მთავარი მწვრთნელის რანგში ხელმძღვანელობდა. ყატარულმა “ალ-სადმა” ხავის “ბლაუგრანაში” დანიშვნა მიულოცა.
Turki Al-Ali: The #AlSadd administration has agreed on Xavi’s move to Barcelona after the payment of the release clause stipulated in the contract. We’ve agreed on cooperation with Barcelona in the future. Xavi is an important part of Al-Sadd’s history and we wish him success. pic.twitter.com/3FvCOdYl5X
— 🏆 #76 Al Sadd SC | نادي السد (@AlsaddSC) November 5, 2021
“ბლაუგრანას” ლეგენდამ კლუბში 17 წლის განმავლობაში 767 მატჩი ჩაატარა, 85 გოლი გაიტანა, 185 საგოლე გადაცემა გააკეთა და ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და 8-ჯერ ლა ლიგა. სამწვრთნელო კარიერა ხავიმ 2019 წელს დაიწყო და მას შემდეგ, “ალ-სადთან” ერთად 7 ტიტულის მოგება მოახერხა: ყატარის ჩემპიონობა, ორ-ორჯერ ქვეყნის თასი და ლიგის თასი და ერთხელ, სუპერ თასი. მისი კონტრაქტი ყატარულ “ალ-სადთან” 2023 წლის 30 ივნისამდე მოქმედებს.