ოფიციალურად | ბარსელონამ ორიოლ რომეუ დაიმატა
31 წლის ესპანელი ნახევარმცველი – ორიოლ რომეუ “ბარსელონაში” დაბრუნდა. რომეუ “ბარსელონაში” “ჟირონადან” 6 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა. ორიოლ რომეუმ კარიერა “ბარსელონაში” დაიწყო და იგი სწორედ კატალონიური კლუბის აღზრდილია. კატალონიური კლუბის დატოვების შემდეგ კი მან კარიერა ლონდონის “ჩელსიში” გააგრძელა, შემდეგ კი წლების განმავლობაში ჯერ “ვალენსიაში”, შემდეგ “შტუტგარტში”, “საუთჰემპტონსა” და ბოლოს “ჟირონაში” თამაშობდა. 31 წლის ნახევარმცველმა “ბარსელონასთან” 3 […]
Mundo Deportivo – ბერნარდუ სილვას ბარსელონაში თამაში სურს
,,მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა, ბერნარდუ სილვამ, კარიერა შესაძლოა ,,ბარსელონაში” გააგრძელოს. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კატალონიელები პორტუგალიელის ტრანსფერზე მუშაობენ, თუმცა საქმის ბოლომდე მიყვანა რთული იქნება. თავად ბერნარდუს ,,ბარსელონაში” გადასვლა სურს და ჯერჯერობით ყველა სხვა გუნდის შეთავაზებაზე უარს ამბობს. მისი გადაბირებით ,,პარი სენ ჟერმენი” და ,,ალ ჰილალი” ინტერესდებიან. ,,ბლაუგრანა” ფეხბურთელის არენდით აყვანასაც (სავალდებულო გამოსყიდვით) განიხილავს, თუმცა, […]
იუვენტუსმა სუპერლიგიდან გამოსვლის პროცესი დაიწყო
ტურინის “იუვენტუსმა” ევროპის სუპერლიგიდან გამოსვლის პროცესი დაიწყო. “ბიანკონერის” წარმომადგენლებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ “რეალისა” და “ბარსელონას” მესვეურებთან მოლაპარაკებები დაწყებულია, რათა იტალიური ფეხბურთის ფლაგმანმა კლუბმა, პროექტიდან გასვლა შეძლოს. მიმდინარე წლის ივნისში, კლუბმა დაადასტურა, რომ “რეალსა” და “ბარსელონას” წერილობითი ფორმით მიმართეს, რათა სუპერლიგიდან გასვლის პროცესი დაწყებულიყო. ცნობილია, რომ “იუვენტუსს” სუპერლიგის დასატოვებლად, ესპანური გრანდების თანხმობა სჭირდება. შეგახსენებთ, ევროპის სუპერლიგის […]
ოფიციალურად: ვიტორ როკე ბარსელონას ფეხბურთელია
კატალონიის “ბარსელონამ” 18 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის – ვიტორ როკეს ტრანსფერი გააოფიციალურა. “ბარსელონა” და “ატლეტიკო პარანაენსე” 18 წლის უნიჭიერესი ფეხბურთელის ტრანსფერზე ოფიციალურად შეთანხმდნენ და ვიტორ როკე 2024/2025 წლების სეზონიდან “ბარსელონას” ღირსებას დაიცავს და კლუბთან კონტრაქტს 2030/2031 წლამდე გაახანგრძლივებს. 18 წლის ბრაზილიელი ვუნდერკინდის გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევრო იქნება. საფეხბურთო თვალსაზრისით, ცენტრფორვარდი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და […]
ცნობილია, ვინ იქნება ბარსელონას კაპიტანი მომავალი სეზონიდან
,,ბარსელონას” ფეხბურთელებმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყეს. დღეს გახდა ცნობილი, რომ კატალონიური გუნდის ახალი კაპიტანი სერხი რობერტო იქნება. როგორც ესპანურ მედიაში იწერება, რობერტოს გარდა, კაპიტნობის მთავარი კანდიდატები მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და უსმან დემბელე იყვნენ. გასულ სეზონში კატალონიელთა კაპიტანი სერხიო ბუსკეტსი იყო, რომელმაც ზაფხულში გუნდი დატოვა. ,,ბარსელონა” 2023-2024 წლების სეზონის პირველ მატჩს 13 აგვისტოს, ,,ხეტაფესთან” სტუმრად გამართავს.
იტალიელი ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, ,,ატლეტიკო პარანაენსეს” თავდამსხმელი, ვიტორ როკე ,,ბარსელონაში” ითამაშებს. ,,როკეს შესახებ დეკუსთან თითქმის ერთი წელია ვსაუბრობ და საბოლოოდ შეთანხმებას მივაღწიეთ. ვიტორისთვის საუკეთესო პროექტი ავირჩიეთ და ,,ბარსელონას” ნდობისთვის მადლობას ვუხდი,” – განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა. ტრანსფერი ოფიციალურად მალე დადასტურდება, თუმცა 18 წლის ფეხბურთელი 2024 წლის იანვრამდე არენდით ბრაზილიურ გუნდში დარჩება. მიმდინარე სეზონში როკეს ანგარიშზე […]
იაია ტურემ ერთმანეთს 2009 წლის ბარსელონა და 2023 წლის სიტი შეადარა
კატალონიის ,,ბარსელონასა” და ,,მანჩესტერ სიტის” ყოფილი ფეხბურთელის, იაია ტურეს აზრით, 2009 წლის ,,ბარსელონა” დღევანდელ ,,სიტის” დაამარცხებდა: ,,ტიერი ანრი, მესი და ეტო’ო მსოფლიოში საუკეთესოები იყვნენ. მათ შემდეგ ხავი და ინიესტა, შემდეგ მე და ბუსკეტსი… ეს გუნდი ისეთი სრულყოფილი იყო… გაიხსენეთ ინიესტა 26-27 წლის ასაკში, ხავი – 28 წლის. ეს ფეხბურთელები იმ დროს წარმოუდგენელ დონეზე იყვნენ. ეს […]
ბარსელონა ბრაზილიელი ტალანტის ტრანსფერს დღეს ან ხვალ დაადასტურებს
,,ატლეტიკო პარანაენსეს” თავდამსხმელი, ვიტორ როკე კარიერას ,,ბარსელონაში” გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დღეს ან ხვალ დადასტურდება, თუმცა 18 წლის ფეხბურთელი 2024 წლის იანვრამდე არენდით ბრაზილიურ გუნდში დარჩება. როკეს გადაბირებით სხვა გრანდიც ინტერესდებოდა, რომელიც შემტევს სამჯერ მაღალ ხელფასს სთავაზობდა, თუმცა ბრაზილიელმა ,,ბარსელონაში” თამაში გადაწყვიტა. მიმდინარე სეზონში თავდამსხმელის ანგარიშზე ,,ატლეტიკო პარანაენსეს” მაისურით ჩატარებულ 30 შეხვედრაში 15 გოლი და 6 […]
“მან ხავის ნდობა უნდა მოიპოვოს” – ჟოან ლაპორტა ფატიზე
ესპანურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ანსუ ფატი კატალონიას დატოვებდა, მაგრამ ლაპორტამ განაცხადა, რომ ახალგაზრდა შემტევი არსად წავა. “ბარსელონას” შემტევი და ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავი ანსუ ფატი სათამაშო დროის სიმწირეს უჩივის. ანსუს 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე სერიოზული ტრავმის გამო არ უთამაშია, 2021/22 წლების სეზონში კი რამდენიმე დაზიანების გამო საკმაო დრო გაუცდა. ფეხბურთელმა გასული […]
ბარსელონამ უმტიტისთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა
“ბარსელონამ” დაადასტურა, რომ კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავაშირებით უმტიტისთან შეთანხმებას მიაღწია. ფრანგი მცველი კატალონიურ კლუბს “ლიონიდან” 2016 წელს შეუერთდა. საწყის ეტაპზე სამუელი კარგად გამოიყურებოდა, თუმცა, ტრავმებმა მისი სათამაშო ფორმა აშკარად შეარყია. ბოლო პერიოდში უმტიტის შემადგენლობაში მოხვედრა ძალიან უჭირდა და ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა. მცველმა კლუბი დატოვა და “ელჩეს” იჯარის წესით შეუერთდა. განათხოვრების დროის ამოწურვის შემდეგ, უმტიტი “ბარსაში” დაბრუნებას […]
ოფიციალურად: გიუნდოგანი ბარსელონას ფეხბურთელია!
ილქაი გიუნდოგანი “ბარსელონას” ფეხბურთელია. კატალონიური გრანდი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტით სუპერვარსკვლავის ტრანსფერს ადასტურებს. გიუნდოგანის ტრანსფერთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ ხმაურდება, თუმცა, ცნობილია, რომ ვარსკვლავი “ბარსელონას” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მის ღირსებას 2025 წლის ივნისამდე დაიცავს. “მინდა მადლობა გადავუხადო “მანჩესტერ სიტის” წარმოუგენლად მაგარ ფანებს. ისინი იმ მომენტიდან მიჭერდნენ მხარს, როდესაც ამ დიდებულ კლუბში გადმოვედი […]
ბარსელონამ გავი საბოლოოდ დაარეგისტრირა
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონამ” გავი ოფიციალურად დაარეგისტრირა. ფინანსური პრობლემების გამო, კატალონიურ კლუბს ახალგაზრდა ნახევარმცველის გაფორმება უჭირდა. საბოლოოდ, ლა ლიგამ “ბარსას” გავის პირველ გუნდში დარეგისტრირების უფლება მისცა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ის 6 ნომრიან მაისურს მოირგებს. ფაბრიციო რომანოს თქმით, გავიმ კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე გააფორმა და მისი გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება. მიმდინარე […]