საქართველოს ნაკრებმა დღეს ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – “ჯვაროსნებმა” ბათუმში შვედეთის დამარცხება ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით (2:0) მოახერხეს.
სოციალურ ქსელებში საქართველოს ნაკრების ამ მოულოდნელ გამარჯვებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
“ხვიჩა კვარაცხელიას სახელი შვედეთში დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრებათ,” – წერს მომხმარებელი.
“ხვიჩა კვარაცხელია ახლა ესპანეთში ყველაზე პოპულარული ადამიანი იქნება.”
“აბსოლუტური კატასტროფა შვედეთისთვის. ხვიჩა კვარაცხელიამ ორი გოლი გაიტანა, ესპანეთისთვის კი ახლა ჯგუფში კონტროლის მოსაპოვებლად კარები ღიაა,” – Planet Futbol.
“ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემი ქვეყანა გაანადგურა. F**k you, მაგრამ კარგი ფეხბურთელი ხარ,” – წერს შვედი გულშემატკივარი.
“საქართველო 2:0 შვედეთი. აღნიშნავს ესპანეთი,” – ესპანელები სიხარულს ვერ მალავენ.
GEORGIA 2-0 SUECIA. CELEBRA ESPAÑA.
— Invictos (@InvictosSomos) November 11, 2021