ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია წლის საუკეთესო სპორტსმენებს ავლენს. ნომინაციაში ,,წლის ამომავალი ვარსკვლავი” ილია სულამანიძემ გაიმარჯვა.
სულამანიძისთვის 2021 წელი გამორჩეული იყო – ქართველმა ძიუდოისტმა ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, იტალიაში, ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე კი ოქროს დაეუფლა. გარდა ამისა, ილია ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, თბილისის გრანდ სლემზე ვერცხლი მოიგო, თელ ავივში კი – ბრინჯაო.