ამერიკული გამოცემა New York Times ნიკოლოზ ბასილაშვილის ბექჰენდით აღფრთოვანებულია.
New York Times-მა ნიკოლოზი ორხელიანი ბექჰენდის მქონე ჩოგბურთელებს შორის გამოარჩია, რაც შეეხება საუკეთესოს – ნოვაკ ჯოკოვიჩი დასახელდა.
მოგეხსენებათ, 2018 წელი ნიკოლოზისთვის დასრულდა. ეს მის კარიერაში საუკეთესო წელი გახლდათ, მან ორჯერ იზეიმა ATP-ს ეგიდით ჩატარებული 500 ქულიანი ტურნირის მოგება.
ამჟამად ნიკა კარიერის საუკეთესო ნიშნულზეა და წელს 21-ე პოზიციაზე დაასრულებს.
იხილეთ ბასილაშვილის შესანიშნავი ბექჰენდი კევინ ანდერსონის წინააღმდეგ
![New York Times-მა ბასილაშვილის ბექჰენდი ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარა 1 video](https://www.live.ge/files/2018/11/OaIJ0k7skuNCqbhn4xMDoxOjBzMTt2bJ.jpg)
00:41