ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის ყოფილ ლიდერს შეხვდება

საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 23-ე ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, 2022 წელს რიგით მეორე ტურნირზე – სიდნეის 250-ქულიან ტურნირზე იასპარეზებს.

ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე მეორე ნომრად არის განთესილი, რის გამოც ასპარეზობას მეორე რაუნდიდან დაიწყებს.

ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის ყოფილი ლიდერი, ბრიტანელი ენდი მარი იქნება, რომელიც ამჟამად 135-ე ნომერია.

მარიმ პირველ რაუნდში ნორვეგიის სახელით მოასპარეზე ვიქტორ დურასოვიჩი, 2-სეტში, ანგარიშით – 6:3, 6:1, დაამარცხა.

ბასილაშვილისა და მარის ერთმანეთის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ უასპარეზიათ – 2021 წლის უიმბლდონზე, სადაც ბრიტანელმა ჩოგბურთელმა 4-სეტში იმარჯვა.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ სიდნეის ტურნირის საპრიზო ფონდი 521,000$-ს შეადგენს.

 

ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის ყოფილ ლიდერს შეხვდება

სტატიის ავტორი
-