ზვიად პატარიძემ საოცარი შეხვედრა მოატრიალა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა! (ვიდეო)
ნოემბერი 13, 2018 11:51 pm
ბუქარესტში სტარტი აიღო 23 წლამდელებში მსოფლიო ჩემპიონატმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის .
130. კგ წონით კატეგორიაში, წონის უდავო ფავორიტმა ზვიად პატარიძემ შეჯიბრი მერვედფინალში, ირანელი ჰოსეინ იუსუფფიადმაჰჩალის 4:1 დამარცხებით დაიწყო, მეოთხედფინალში კი რუს ნოკჩო ლაბაზანოვს 5:1 აჯობა. ნახევარფინალში ზვიადმა ფინელი იოჰანეს მაენპაეაე აშაკარა უპირატესობით 8:0 დაამარცხა და ფინალში უძლიერ თურქს ოსმან ილდირიმს დაუპირისპირდა. შეხვედრა ილდირიმის უპირატესობით წარიმართა და თავიდან იგი 5-ქულიანი სხვაობით იგებდა, თუმცა ზვიადმა საოცარი შეხვედრა დაატრიალა და საბოლოოდ 7:5 გაიმარჯვა.
Tags: ზვიად პატარიძე, პოპულარული