ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ პუტინს საპატიო პრეზიდენტის სტატუსი ჩამოართვა

ვლადიმერ პუტინი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი აღარ იქნება. განცხადებას IJF-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს:

,,უკრაინაში მიმდინარე საომარი კონფლიქტის ფონზე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ვლადიმერ პუტინის საპატიო პრეზიდენტისა და ელჩის სტატუსის შეჩერების შესახებ აცხადებს,” – წერია ოფიციალურ განცხადებაში.


პუტინი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საპატიო პრეზიდენტად 2008 წლიდან ითვლებოდა.


ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ პუტინს საპატიო პრეზიდენტის სტატუსი ჩამოართვა

| ძიუდო, სხვა |
სტატიის ავტორი
-