ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია კონტინენტის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფორმატის ცვლილებას გეგმავს.
სავარაუდოდ, უეფას მიერ წარდგენილი ახალი მოდელი, ძალაში 2024/25 წლების სეზონიდან შევა და მასში შემდეგი ცვლილებები იქნება:
- გუნდების რაოდენობა 32-დან 36-მდე გაიზრდება.
- ჯგუფური ეტაპები გაუქმდება და ერთი, საერთო ცხრილი შეიქმნება.
- თითოეული გუნდი 5 მეტოქეს დაუპირისპირდება და ხუთ-ხუთ გასვლით და საშინაო შეხვედრას ჩაატარებს.
- საერთო ჯამში გუნდები 100 მატჩს ჩაატარებენ.
- 8 საუკეთესო გუნდი პლეი-ოფის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს.
- მეცხრედან 24-ე ადგილებზე გასული გუნდები ერთმანეთს ორმატჩიან პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, რომლებიც მერვედფინალის საგზურს მოიპოვებიან.
აღნიშნული პროექტი ჯერჯერობით მხოლოდ იდეის დონეზე განიხილება და ოფიციალური სტრუქტურის მიერ არ დადასტურებულა.