15 დღე პირველ ადგილზე – მედვედევს კვლავ ჯოკოვიჩმა გადაასწრო

28 თებერვლიდან, ჩოგბურთის ATP რეიტინგს ახალი ლიდერი – დანილ მედვედევი ჰყავდა, რომელმაც ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩაანაცვლა. სერბმა ჩოგბურთელმა ირი ვესელისთან დუბაის ტურნირის მეოთხედფინალში, სენსაციურად წააგო და გათამაშებას გამოეთიშა, რის გამოც ჯოკოვიჩს 410 ქულა მოაკლდა.

ახლა კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა – დანილ მედვედავმა მსოფლიო რეიტინგის სათავეში მხოლოდ 15 დღე გაატარა, პირველ ადგილზე კი უთამაშებელი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაბრუნდა.

ინდიან უელსის მიმდინარე გათამაშებაში, დანილ მედვედევს ქულები ჰქონდა დასაცავი, თუმცა იგი 1/16 ფინალში ვეტარან ფრანგთან – გაელ მონფილსთან 3 სეტში: 6:4; 3:6; 1:6 დამარცხდა. ამ მარცხით მსოფლიო რეიტინგში რუს ჩოგბუთელს 205 სარეიტინგო ქულა დააკლდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი – 8465 ქულა; დანილ მედვედევი – 8410 ქულა.

ორშაბათიდან, რეიტინგის სათავეში, რუსი ჩოგბურთელის მაგივრად – ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება.

15 დღე პირველ ადგილზე – მედვედევს კვლავ ჯოკოვიჩმა გადაასწრო

სტატიის ავტორი
-