ოქსანა კალაშნიკოვა წყვილთა თანრიგში უიმბლდონის 1/4-ფინალშია
ოქსანა კალაშნიკოვა, უიმბლდონის წყვილთა თანრიგში, ბელარუს ჩოგბურთელ – ირინა შიმანოვიჩთან ერთად, 1/4-ფინალში გავიდა. ქართულ-ბელარუსულმა წყვილმა 1/8-ფინალში ბელარუს-ბრაზილიურ წყვილს 2 სეტში: 4:6 6:7 (8:10 ტაიბრეიკში) აჯობა. ოქსანა კალაშნიკოვა და ირინა შიმანოვიჩი, უიმბლდონის 1/4-ფინალში დოულჰიდისა (აშშ) და ჟანგის (ჩინეთი) წყვილს დაუპირისპირდებიან. მატჩი 11 ივლისს, თბილისის დროით 14:00 საათზეა ჩანიშნული.
ოფიციალურად: ნიკ კირიოსი უიმბლდონს ტრავმის გამო მოეხსნა
2022 წლის უიმბლდონის ვიცე-ჩემპიონი – ნიკ კირიოსი, მაჯის ტრავმის გამო 2023 წლის უიმბლდონს მოეხსნა. ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. ძალიან სამწუხაროა იმის თქმა, რომ წელს უიმბლდონიდან უნდა მოვეხსნა“, – დაწერა 28 წლის ფეხბურთელმა ინსტაგრამზე. ყველანაირად ვცდილობდი, ოპერაციის შემდეგ მზად ვყოფილიყავი და კვლავ მეასპარეზა უიმბლდონის კორტებზე. ჩემი დაბრუნების დროს, მე განვიცადე გარკვეული ტკივილი მაჯის არეში. […]
ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 45 პოზიციით დაქვეითდა
როლან გაროსის დასრულების შემდეგ, ATP-იმ მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც საქართველოს #1 ჩოგანი – ნიკოლოზ ბასილაშვილი 45 პოზიციით დაქვეითდა და ახლა იგი მსოფლიოს 263-ე ჩოგბურთელია. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბასილაშვილი შტუტგარტის შეჯიბრსაც გამოტოვებს, სადაც 45 ქულა ჰქონდა დასაცავი, თუმცა მან ხელზე ოპერაცია გაიკეთა და ამის გამო შეჯიბრს გამოტოვებს, რის გამოც 45 ქულას დაკარგავს და ლაივ […]
ნიკოლოზ ბასილაშვილის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
საქართველოს #1 ჩოგბურთელმა – ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ხელზე ოპერაცია გაიკეთა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ოპერაციას ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: “მეორე ოპერაცია დასრულებულია და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ…” შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს მარჯვენა ხელი რამდენიმე წელია აწუხებს, რის გამოც მისთვის საყვარელ და კომფორტულ ჩოგბურთს ვერ თამაშობდა. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დაუბრუნდება კორტ ქართველი ჩოგბურთელი, თუმცა სამწუხაროა ის […]
ყველაზე დიდი ჯარიმა ჩოგბურთის ისტორიაში – გასტონი მკაცრად დაისაჯა
22 წლის ფრანგი ჩოგბურთელი – ჰუგო გასტონი, ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ჯარიმით დაისაჯა. მადრიდის მასტერსზე, ხორვატ – ბორნა ჩორიჩთან მატჩის მიმდინარეობისას, მაშინ როდესაც ჩორიჩმა ქულა ჩააგდო, ფრანგმა ჩოგბუთელმა ჯიბიდან ბურთი ამოიღო და კორტზე დააგდო, თითქოს ბურთი საიდანღაც შემოვარდა, იმისათვის რომ ქულა არ ჩათვლილიყო. ამ საქციელის გამო გასტონი €133 ათასი ევროთი დაჯარიმდა, რაც ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე […]
ზედიზედ მე-8 მარცხი – ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსს გამოეთიშა
საქართველოს #1 ჩოგანი – ნიკოლოზ ბასილაშვილი ზედიზედ მერვედ დამარცხდა და როლან გაროსს პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი იტალიელ – ჯულიო ზეპიერთან 2 სეტიან ბრძოლაში, ზუსტად 1 საათში 6:4 6:1 დამარცხდა და როლან გაროსს გამოეთიშა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბოლო გამარჯვება 18 თებერვალს, დოჰას ტურნირზე მოიპოვა, მას შემდეგ კი ზედიზედ 8 მატჩია მარცხდება.
ოფიციალურად – ნადალი როლან გაროსს გამოტოვებს
“თიხის მეფედ” წოდებული, 36 წლის ესპანელი – რაფა ნადალი, 2023 წლის როლან გაროსის დიდი სლემის ტურნირს ტრავმის გამო გამოტოვებს. რაფა ნადალს უკვე 4 თვეა ტრავმა აწუხებს, მან ბოლო მატჩი 2023 წლის 18 იანვარს, ავსტრალიის ღია პირველობაზე ჩაატარა, სადაც ამერიკელ ჩოგბურთელთან – მაკენზი მაკდონალდსთან 0:3 დამარცხდა. ასევე ცნობილია ის ფაქტი, რომ ნადალი 2023 წელს დიდი ალბათობით […]
ბასილაშვილი იტალიაში პირველივე რაუნდში დამარცხდა
საქართველოს #1 ჩოგბურთლი – ნიკოლოზ ბასილაშვილი, თვენახევრიანი პაუზის შემდეგ, კორტზე დაბრუნდა. კალიარის თიხის საფარიან შეჯიბრზე ნიკოლოზის მეტოქე, ავსტრალიელი – თანასი კოკინაკისი, იყო. ნიკოლოზ ბასილაშვილი 2 სეტიან დაპირისპირებაში 6:4; 6:3 დამარცხდა და შეჯიბრს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა. თანასი კოკინაკისი კი 1/8-ფინალში გავიდა, სადაც იტალიელებს შორის – ჩეკინატოსა და პასაროს შორის გამარჯვებულს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბოლოს […]
ბასილაშვილი კორტს უბრუნდება – ქართველი იტალიაში იასპარეზებს
საქართველოს #1 ჩოგბურთლი – ნიკოლოზ ბასილაშვილი, თვენახევრიანი პაუზის შემდეგ, კორტს უბრუნდება და იტალიაში, კერძოდ კი კალიარის თიხის საფარიან შეჯიბრზე მიიღებს მონაწილეობას. ბასილაშვილი ასპარეზობას 1/16-ფინალიდან დაიწყებს ასპარეზობას, სადაც მისი მეტოქე, ძალიან გამოცდილი ავსტრალიელი – თანასი კოკინაკისი იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი, იტალიელებს – მარკო ჩეკინატოსა და ფრანჩესკო პასაროს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 27 წლის ავსტრალიელ კოკინაკისსა და 31 […]
დღეს, 31 მარტს, უიმბლდონმა ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ 2023 წლის უიმბლდონზე რუს და ბელარუს სპორტსმენებს თამაშის ნებართვა ეძლევაც, თუმაც ეს ყველაფერი უნდა მოხდეს “ნეიტრალური” სტატუსის ქვეშ. უფრო დეტალურად რომ ვთქვათ, რუსი და ბელარუსი სპორტსმენები, რომლებიც 2023 წლის უიმბლდონზე მიიღებენ მონაწილეობას, საკუთარი ქვეყნის დროშისა და სიმბოლოების გამოყენების უფლება არ ექნებათ. “ჩვენი ამჟამინდელი მიზანია შეჯიბრზე […]
წლის პირველი მასტერსი – ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
საქართველოს #1 ჩოგანი – ნიკოლოზ ბასილაშვილი, 2023 წლის პირველი მასტერსისთვის ემზადება. ბასილაშვილი ინდიან უელსზე ასპარეზობას 1/64-ფინალიდან დაიწყებს, სადაც მას არგენტინელი მეტოქე – პედრო კაჩინი ეყოლება. ბასილაშვილი კაჩინს კარიერაში პირველად შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში, ნიკოლოზ ბასილაშვილი 1/32-ფინალში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე, გერმანელი – ალექსანდრ ზვერევი იქნება. ბასილაშვილისა და კაჩინის მატჩი 8 მარტს, თბილისის დროით 23:00 საათზეა ჩანიშნული. […]
ჯოკოვიჩი აშშ-ში არ დაუშვეს – მას ბასილაშვილი ჩაანაცვლებს
მსოფლიოს პირველი ნომერი – ნოვაკ ჯოკოვიჩი, აშშ-ს ჩოგბურთის ფედერაციამ და აშშ-ს მთავრობამ ქვეყანაში არ დაუშვა და დიდი სლემების 22-გზის ჩემპიონს ოფიციალურად მოუწია ინდიან უელსის ტურნირის გამოტოვება, იგი ასევე მაიამის მასტერსს გამოტოვებს. შეჯიბრის ორგანიზატორების თქმით, ჯოკოვიჩის არ დაშვების მიზეზი Covid 19-ის ვაქცინაზე უარის თქმაა. ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა სერბმა სპორტსმენმა, რომელიც ვირუსის საწინააღმდეგოდ არავაქცინირებული იყო, გასულ თვეში […]