2022 წლის 6 ერის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში, მოქმედი ჩემპიონი – უელსი იტალიას დაუპირისპირდება. “დრაკონებისა” და “აძურის” მატჩი 19 მარტს, თბილისის დროით 18:15 საათზე შედგება.
აღსანიშნავია, რომ იტალიასთან გასამართი დაპირისპირება დენ ბიგარისა და ალუნ ვინ ჯონსისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბიგარი კეპს მე-100 შეხვედრაში მოიხვეჭს და ცენტურიონთა კლუბს შეუერთდება, ხოლო სახელოვანი ალუნ ვინ ჯონსი უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მაისურით 150-ე მატჩს გამართავს.
იტალიასთან გასამართი მატჩის წინ, უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – უეინ პივაკმა “დრაკონების” შემადგენლობა დაასახელა.
• Team Announcement •
Here’s your Wales team to face Italy at Principality Stadium in the final round of the #GuinnessSixNations.
➥ Diwrnod enfawr i Alun Wyn Jones a Dan Biggar yn cael eu 150fed a 100fed cap dros Gymru.
TICKETS ⇨ https://t.co/2rl2NHS11t#WALvITA
— Welsh Rugby Union 🏉 (@WelshRugbyUnion) March 15, 2022