,,მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის, რალფ რანგნიკის, აზრით, გუნდში სიტუაციის გამოსწორებას, შესაძლოა, 1 წელი დასჭირდეს:
,,ჩემთვის მცირე კორექტირება საკმარისი არაა. მედიცინაში ეს შეგვიძლია, გულის ოპერაციას შევადაროთ. მგონია, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად 2-3 წელი არ არის საჭირო, ეს შეიძლება 1 წლის განმავლობაშიც მოხდეს, რაც სხვა გუნდებმაც დაამტკიცეს.
შესაძლებელია, რომ ყველაფერი ერთმა, ორმა ან სამმა სატრანსფერო ფანჯარამ შეცვალოს,” – რანგნიკის სიტყვებს Manchester Evening News-ი ციტირებს.
ხუთშაბათს ,,მანჩესტერ იუნაიტედმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომავალი სეზონიდან გუნდის მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი იქნება. რაც შეეხება რანგნიკს, გერმანელი კლუბის სტრუქტურაში იმუშავებს.