,,მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, გუნდის შემტევზე, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა:
,,რა თქმა უნდა, ის პროექტის ნაწილი იქნება. რისი მოტანა შეუძლია რონალდუს გუნდისთვის? გოლების. ექნება თუ არა კრიშტიანუს განსხვავებული როლი კონტრაქტის ბოლო წელს? სანამ თქვენთან ვისაუბრებდი, რონალდუს ველაპარაკე,” – ტენ ჰაგის სიტყვებს Manchester Evening News-ი ციტირებს.
კრიშტიანუ რონალდუს ,,მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გასულ სეზონში პორტუგალიელმა ,,წითელი ეშმაკების” მაისურით ჩატარებულ 38 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.