მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და ტიტულოვანი ესპანელი, რაფაელ ნადალი საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხე რაუნდში გავიდნენ.
მესამე წრეში ჯოკოვიჩმა სლოვენიელი ალიაზ ბედენე (195) დაამარცხა, ნადალმა კი – ნიდერლანდელ, ბოტიკ ვან დე ზანდშულპს (29) აჯობა.
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – ალიაზ ბედენი (სლოვენია) – 6:3, 6:3, 6:2 (მიმოხილვა)
![როლან გაროსი | ჯოკოვიჩი და ნადალი მეოთხე რაუნდში არიან 1 video](https://i.ytimg.com/vi/CffSLIzNP3M/mqdefault.jpg#auto)
რაფაელ ნადალი (ესპანეთი) – ბოტიკ ვან დე ზანდშულპი (ჰოლანდია) – 6:3, 6:2, 6:4 (მიმოხილვა)
![როლან გაროსი | ჯოკოვიჩი და ნადალი მეოთხე რაუნდში არიან 3 video](https://i.ytimg.com/vi/rTa9olAmdvo/mqdefault.jpg#auto)
ჯოკოვიჩის შემდეგი მეტოქე არგენტინელი, დიეგო შვარცმანი იქნება, ხოლო ნადალი კანადელ, ფელიქს ოჟე-ალიასიმს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ 1/8-ფინალების წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, ლეგენდარული ჩოგბურთელები მეოთხედფინალში ერთმანეთის პირისპირ ითამაშებენ.