იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, არგენტინასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,უემბლი შთამბეჭდავი სტადიონია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ერთი წლის წინ აქ ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება ვიზეიმეთ.
შეუძლია თუ არა ამ მატჩს შეალამაზოს იტალიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე არყოფნა? არა, მაგრამ შეხვედრით ვისიამოვნებთ. იტალია-არგენტინა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაპირისპირებაა. შესანიშნავი თამაში გველის. იტალიას შოუს მოწყობა შეუძლია,” – მანჩინის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.
იტალიასა და არგენტინას შორის მატჩი პირველ ივნისს, ,,უემბლიზე” გაიმართება. შეხვედრა 22:45 საათზეა ჩანიშნული.