კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, სამუელ ეტო’ოს, გადაწყვეტილებით, ,,ლივერპულის” მცველი, ჟოელ მატიპი, ეროვნულ ნაკრებში არ ითამაშებს. ამის შესახებ ყოფილმა ფეხბურთელმა თავად განაცხადა:
,,ეს ეროვნული ნაკრებია. ჩვენ ვერ მოვითმენთ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ განსაკუთრებულები არიან,” – თქვა ეტო’ომ.
ჟოელ მატიპს ეროვნულ გუნდში 2016 წლიდან არ უთამაშია. მაშინ მან ნაკრების ხელმძღვანელობა გააკრიტიკა და აფრიკის თასზე არ გაემგზავრა. 30 წლის მცველს კამერუნის ნაკრების შემადგენლობაში სულ 27 მატჩი აქვს ჩატარებული.
კამერუნელები წელს მსოფლიო ჩემპიონატის G ჯგუფში ბრაზილიის, სერბეთისა და შვეიცარიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებენ.
Reports say Samuel Eto’o has rejected Joel Matip’s request to rejoin Cameroon 🇨🇲 ahead of the FIFA World Cup 2022 Qatar:
🗣️”This is a national team, we dont tolerate people who think they are Special Ones.” pic.twitter.com/luh78PazGt— Eric Njiru (@EricNjiiru) June 11, 2022