არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჯერად კი ,,როსარიო სენტრალის მთავარმა მწვრთნელმა, კარლოს ტევესმა, განაცხადა, რომ ,,ალბისელესტეს” მსოფლიო ჩემპიონატის მოგების კარგი შანსი აქვს:
,,ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ მესი ყატარში თასს აიღებს. მე ძალიან შეკრულ გუნდს ვხედავ, ისინი დასასვენებლად ერთად დადიან, რაც უჩვეულოა.
მსოფლიო ჩემპიონატის მოგების კარგი შანსი გვაქვს,” – ტევესის სიტყვებს TyC Sports-ი ციტირებს.
არგენტინა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე C-ჯგუფში, მექსიკასთან, საუდის არაბეთთან და პოლონეთთან ერთად იასპარეზებს.
ლიონელ სკალონის გუნდი პირველ შეხვედრას 22 ნოემბერს, საუდის არაბეთის წინააღმდეგ გამართავს.