,,დინამო თბილისის” მფლობელი, რომან ფიფია გუნდის გასხვისებას აპირებს. ინფორმაციას ,,ფორმულა სპორტი” ავრცელებს.
წყაროს ცნობით, გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განცხადება მალე გაკეთდება.
ფიფიამ დედაქალაქური კლუბი 2011 წელს შეიძინა. მისი მმართველობის პერიოდში ,,დინამომ” საქართველოს ჩემპიონატი 5-ჯერ, ქვეყნის თასი და სუპერთასი კი 3-3-ჯერ მოიგო.
View this post on Instagram