კორმიე ფიქრობს, რომ მაიკ ტაისონის დამარცხება შეუძლია

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა დენიელ კორმიემ განაცხადა, რომ კრივის ლეგენდას მაიკ ტაისონს ქუჩის ბრძოლაში დაამარცხებს.

43 წლის მებრძოლი, სანამ ოქტაგონზე შეაბიჯებდა, საკმაოდ წარმატებული მოჭიდავე იყო. მან აშშ ორჯერ წარადგინდა ოლიმპიადაზე. 2008 წელს, სწორედ კორმიე, იყო ამერიკის შეერთებული შტატების ოლიმპიური გუნდის კაპიტანი. გარდა ამისა, საკმაოდ კარგ შედეგებს აფიქსირებდა პან-ამერიკულ თამაშებზეც. დენიელი მოჭიდავის რანგში სამჯერ გახდა ამერიკის ჩემპიონი. ESPN MMA-სთან ინტერვიუში კორმიემ განაცხადა, რომ სწორედ მისი ჭიდაობის ნიჭის ხარჯზე შეძლებდა ტაისონის დამარცხებას.

ჩაკ ლიდელიც თვლის, რომ კორმიეს შუძლია ტაისონის ქუჩის ბრძოლაში დამარცხება, რადგან მძიმე წონის ყოფილი ჩემპიონის შემტევი არსენალი მხოლოდ დარტყმებით შემოიფარგლება. ამ მოსაზრებას ისიც ამტკიცებს, რომ GQ-სთან ინტერვიუში ტაისონმა თქვა, რომ ვერასოდეს გახდებოდა UFC-ის მებრძოლი.

“ჩემს UFC-ში გამოსვლას აზრი არ ექნებოდა, რადგან ნანახი მაქვს როგორ დარტყმებს ახორციელებენ ბიჭები ფეხებით. მე კი მთელს მსოფლიოში ყველაზე ცუდი ფეხი მაქვს. ალბათ პირველივე დარტყმისთანავე დავნებდებოდი.”

 

კორმიე ფიქრობს, რომ მაიკ ტაისონის დამარცხება შეუძლია

სტატიის ავტორი
-