სტიუარტ ჰოგმა სარაგბო კარიერა დაასრულა
მიმდინარე წელს სტიუარტ ჰოგმა დაანონსა, რომ მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ის სარაგბო კარიერას დაასრულებდა. თუმცა, 31 წლის მორაგბემ აზრი შეიცვალა და ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება ახლა გადაწყვიტა. ამის მიზეზი კი სიუარტის ჯანმრთლობის მდგომარეობა გახდა. ”ძნელია სიტყვებით გადმოვცე თუ რამდენად დიდი გავლენა იქონია ამ თამაშმა ჩემს ცხოვრებაზე. კარიერას ვასრულებ და ვიცი, რომ მთელი ჩემი ჯანმრთელობა და […]
“მე მისი დახმარება მსურს” – მაურისიო პოჩეტინო დელე ალიზე
როგორც მოგეხსენებათ, “ჩელსის” ახალი მთავარი მწვრთნელი 51 წლის არგენტინელი სპეციალისტი მაურისიო პოჩეტინოა. მაურისიომ ლონდონელებთან ხელშეკრულება 2026 წლამდე გააფორმა და ოფიციალურად მუშაობას გასულ კვირას შეუდგა. აღსანიშნავია, რომ პოჩეტინოსთვის ეს “ჩელსი” პირველი ლონდონური კლუბი არ არის. მას აქამდე “ტოტენჰემშიც” უმუშავია, სადაც 5 წელი გაატარა. ამ გუნდში არგენტინელ თავკაცს არაერთ გამორჩეულ ფეხბურთელთან უმუშავია, მათ შორის ერთ-ერთია დელე ალიც, […]
ტოტენჰემი ბაიერნის შეთავაზებაზე უარს ამბობს
უკვე დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰარი კეინის შეძენით “ბაიერნი” ინტერესდება. მიუნხენელებმა “ტოტენჰემს” გუშინ ოციფიალური შეთავაზებაც გაუკეთეს, თუმცა, 80 მილიონ ევროზე “დეზებმა” უარი თქვეს. ფაბირიცო რომანოს მტკიცებით, აღნიშნულ ინფორმაციას “ტოტენჰემთან” დაახლოებული წყაროები ადასტურებენ. არ არის გამორიცხული, რომ “ბაიერნმა” კიდევ ერთი შეთავაზება გააკეთოს, რადგან “რეკორდმაისტერს” კეინის დამატება ძალიან სურს. აღსანიშნავია, რომ ლონდონელებს გერმანული კლუბი აქამდეც გაუსტუმრებიათ […]
“ის საფრთხეს გაურბის” – ილია თოფურია ვოლკანოვსკიზე
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ ჩემპიონ ალექს ვოლკანოვსკისთან შესაძლო დაპირისპირებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა: “მას ისლამთან რემატჩი სურს. 70 კილოგრამში ასვლა სურს, რადგან ის ნამდვილ საფრთხეს გაურბის. მან იცის სად ელოდება ნამდვილი საფრთხე და ეს მე ვარ 65 კილოგრამში. ის ადვილ გზებს ეძებს. – განაცხადა ილია თოფურიამ. კვირას ვოლკანოვსკიმ ქვემსუბუქი წონის ქამარი მეხუთედ დაიცვა. მის ანგარიშზე […]
ბენფიკას ფანებმა დი მარიას შთამბეჭდავი დახვედრა მოუწყვეს | VIDEO
რაგბი ევროპის სუპერთასის მესამე სეზონი ახალი ფორმატით გაიმართება
პირველად ევროპული საკლუბო რაგბის ისტორიაში შეჯიბრში ჩეხეთის წარმომადგენელი ჩაერთვება. Bohemian Rugby Warriors ჩეხური ფრენჩაიზია, რომელიც მის საშინაო მატჩებს პრაღაში “მარკეტა სთეიდიუმზე” ითამაშებს. გუნდი ეროვნული ნაკრების გამოცდილი მოთამაშეებით და ნიჭიერი ახალგაზრდა მორაგბეებით არის დაკომპლექტებული. “Warriors” მეცხრე ქვეყნის წარმოდგენილი იქნება, რომელიც ევროპის სუპერთასზე მიიღებს მონაწილეობას. ტურნირზე ძველებურად იასპარაზებენ კლუბები ბელგიიდან, ისრაელიდან, საქართველოს, ნიდერლანდებიდან, პორტუგალიიდან, რუმინეთიდან და ესპანეთიდან. […]
ტოტენჰემი ჰარი კეინს დიდ ანაზღაურებას სთავაზობს
“ტოტენჰემმა” ჰარი კეინს უზარმაზარი კონტრაქტი შესთავაზა, რომელზეც მხოლოდ თავდამსხმელის ხელმოწერაა საჭირო. თანხა ცნობილი არ არის, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მის ამჟამინდელ ხელფასს (£200 000 კვირაში) ბევრად აღემატება. ჯერჯერობით, ინგლისელს გადაწყვეტილი არ აქვს მოაწეროს თუ არა ხელი ხელშეკრულებას. კეინს, რომელსაც 28 ივლისს 30 წელი შეუსრულება, ლონდონურ კლუბთან 6-წლიანი კონტრაქტი ამოწურვამდე 12 თვე რჩება. “დეზები” მათი ცხრიანის […]
გრანიტ ჯაკა კარიერას ლევერკუზენში გააგრძელებს
“არსენალის” ნახევარმცველი გრანიტ ჯაკა კარიერას “ბაიერ ლევერკუზენში” გააგრძელებს. შვეიცარიელმა ფეხბურთელმა გერმანულ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. “ლევერკუზენმა” ჯაკა 21.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, თუმცა, “არსენალი” ჯამში 25 მილიონს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ გრანიტს “მეთოფეთა” რიგებში თითქმის 300 (297) შეხვედრა აქვს ჩატარებული და ლონდონური კლუბის რიგებში 23 გოლის გატანა შეძლო. ამასთან ერთად ჯაკამ FA თასის გამარჯვებულიც გახდა.
უელსური მედია: “საქართველომ პირველი დონის ქვეყნებში მოხვედრაზე პრეტენზია კიდევ ერთხელ გამოთქვა”
უელსის მომავალმა მოწინააღმდეგემ მსოფილიო რაგბი კიდევ ერთხელ შეაზანზარა. – წერს უელსური მედია. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირეს და უძლიერეს ჯგუფში ორი თამაშის მოგება შეძლეს, რის შემდეგაც 1/2-ფინალში გასვლის კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა, საბოლოოდ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და მეხუთე-მერვე ადგილებისთვის განაგრძობენ ბრძოლას, რაც საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგია. მეხუთე-მერვე ადგილისთვის ბრძოლაში, უმცროსი ბორჯღალოსნები უელსელ […]
ბრაზილიის მთავრობამ ნეიმარი 3.3 მილიონი დოლარით დააჯარიმა
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრაზილიის მთავრობამ ნეიმარი 3.3 მილიონი დოლარით დააჯარიმა. მიზეზი სახლის ეზოში ხელოვნური ტბის უნებართვოდ მოწყობა გახდა. ფეხბურთელს შინ რამდენიმე გარემოს დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელი ეწვია, რომლებმაც ბევრი დარღვევა აღმოაჩინეს. ნეიმარს ყველაფრის მოსაგვარებლად გარკვეული დრო მისცეს, თუმცა, “პსჟ-ს” შემტევმა პრობლემის მოსაგვარებლად თავი არ შეიწუხა და სოციალურ ქსელში წვეულების ფოტოებიც გაავრცელა, რომელიც ამ ტბაზე იყო გამართული. […]
ალ აჰლი სადიო მანესთვის სამწლიან შეთავაზებას ამზადებს
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს დღეებში არაბული კლუბი “ალ აჰლი” სადიო მანეს სამწლიან კონტრაქტს შესთავაზებს. აღსანიშნავია, რომ სენეგალელი შემტევი კლუბისთვის მთავარ სატრანსფერო სამიზნეს წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ “ალ აჰლიმ” სადიო მანეს თანაგუნდელი რობერტო ფირმონი უკვე გადაიბირა. ბრაზილიელმა შემტევმა არაბულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. ბოლო დროს საუდის არაბეთი საკმაოდ გააქტიურდა და მათ ლიგაში არაერთი […]
პარი სენ-ჟერმენმა კრისტოფ გალტიესთან თანამშრომლობა გაწყვიტა
“პარი სენ-ჟერმენმა” და კრისტოფ გალტიემ, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტი გაწყვიტეს. პარიზულმა კლუბმა ფრანგ სპეციალისტს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. “მთელი “პარი სენ-ჟერმენი” კრისტოფ გალტიესა და მის თანაშემწეებს, სეზონის განმავლობაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და ერთგულებისთვის მადლობას ვუხდით. მთელი გულით ვუსურვებთ წარმატებებს მათ კარიერაში.” – წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში. პარიზულ კლუბთან ერთად გალტიემ საფრანგეთის ჩემპიონატი და საფრანგეთის სუპერ თასი […]