სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ უპირისპირდებიან ერთმანეთს “ტორინოს” მთავარი მწვრთნელი ივან იურიჩი და გუნდის სპორტული დირექტორი დავიდე ვანიატი. ისინი ერთმანეთის მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებსაც არ იშურებდნენ. კადრებში მესამე პირიც ჩანს, რომელიც გაშველებას ცდილობს. ეს, სავარაუდოდ, კლუბის მენეჯერი პიეტრო პელეგრია.
ზუსტად ცნობილი არ არის, თუ რამ გამოიწვია ამ ორ პიროვნებას შორის დაირისპირება. თუ გავრცელებულ ჭორებს დავუჯერებთ, მათი დაპირისპირების მიზეზი ტრანსფერებს უკავშირდება. ზუსტად რაზე ვერ შეთანხმდნენ იურიჩი და ვანიატი ცნობილი არ არის. გარდა ამისა, სპორტული დირექტორი მთავარ მწვრთნელს მეტი პატივისცემისკენ მოუწოდებს და აშკარად ცდილობს, რომ ფიზიკურად შეეხოს. მთელი დაპირისპირების მანძილზე ხორვატი მწვრთნელი ვანიატის მიმართ უშვერ სიტყვებს არ იშურებდა. აშკარაა, რომ გუნდში რთული მდგომარეობაა. ფაქტია, რომ ვიდეო ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ან გუნდში მომუშავე პერსონალმა გაავრცელა, რაც კლუბში არაჯანსაღ მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.
UNBELIEVABLE video from Torino pre-season camp.
Manager Juric and sports director Vagnati in a brawl.
At some point sports director screaming: “Have some respect for who always defends you in front of that dickhead!” likely referred to Torino president!
pic.twitter.com/YnUtScSDZF— Tancredi Palmeri (@tancredipalmeri) July 27, 2022
ამ ზაფხულს “ტორინომ” დაახლოებით 16 მილიონი დოლარი დახარჯა სამუელე რიჩიზე, ბრაიან ბეიტეზე, ეტრიტ ბერიშასა და პიეტრო პელეგრიზე, ახლახან კი “მარსელიდან” იჯარით ნემანია რადონიჩიც დაიმატა. მცველმა გლეისონ ბრემერმა კლუბი დატოვა და “იუვენტუსში” გადავიდა, ხოლო მათმა ყოფილმა კაპიტანმა და გუნდის ლიდერმა ანდრეა ბელოტიმ კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. გასული სეზონი “ტორინომ” მე-10 ადგილზე დაასრულა და ბოლო ადგილოსანს მხოლოდ 20 ქულით გაასწრო.