სოლომონ კვირკველიას სადებიუტო გოლი ნეფთჩის მაისურით | VIDEO
აგვისტო 15, 2022 3:32 pm
საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, სოლომონ კვირკველიამ აზერბაიჯანის ვიცე-ჩემპიონ ბაქოს “ნეფთჩიში” გადაბარგების შემდეგ სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა.
30 წლის უკანახაზელმა ეს აზერბაიჯანის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში გააკეთა და “კაპაზის” კარის აღება მოახერხა.
კვირკველიას ახალი კლუბის მაისურით უკვე 5 ჩატარებული შეხვედრა მოუგროვდა, შემდეგი მატჩი კი გუნდს 20 აგვისტოს, დავით ვოლკოვის “საბაჰის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
![სოლომონ კვირკველიას სადებიუტო გოლი ნეფთჩის მაისურით | VIDEO 1 video](https://www.live.ge/wp-content/uploads/2022/08/solomon-kvirkvelia.png)