აზერბაიჯანული მედია: სოლომონ კვირკველიამ ბაქოს ნეფთჩი დატოვა
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, სოლომონ კვირკველიამ ბაქოს “ნეფთჩი” დატოვა. azerisport.com-is ცნობით, გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რუმინული ფეხბურთის ლეგენდამ, ვეტერანმა ფეხბურთელმა, ადრიან მუტუმ ქართველ ფეხბურთელთან მუშაობა არ გადაწყვიტა. კვირკველიამ, რომელიც კარიერის განმავლობაში ყაზანის “რუბინში”, “ნეფთეხიმიკში”, მოსკოვის “ლოკომოტივში”, ვოლგოგრადის “როტორში”, უკრაინულ “მეტალისტში” და “გაგრაში” ითამაშა, აზერბაიჯანის დედაქალაქში 1 სეზონი გაატარა და 42 მატჩში 2 გოლის […]
ერთა ლიგის ჯგუფის სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრების 7 ფეხბურთელი მოხვდა
ევროპის ერთ-ერთმა წამყვანმა სტატისტიკური მონაცემების მწარმოებელმა ვებ-გვერდმა, Whoscored-მა უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის C დივიზიონის მეოთხე ჯგუფის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრების 7 ფეხბურთელი მოხვდა. საუკეთესო თერთმეტეულში გიორგი მამარდაშვილი, საბა ლობჟანიძე, გურამ კაშია, სოლომონ კვირკველია, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი წიტაიშვილი და ბუდუ ზივზივაძე მოხვდნენ. 2-2 ადგილი ბულგარეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების ფეხბურთელებმა შეავსეს. რაც […]
გიორგი მამარდაშვილი საქართველოს 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
საქართველოს 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დასახელდა. ყოველწლიური ტრადიციული დაჯილდოება, რომელიც გაზეთ “სარბიელის” თაოსნობით ტარდება და რომელშიც ქართული სპორტული მედიის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას, ამჯერად 75 ჟურნალისტის გამოკითხვით შედგა და საბოლოო ჯამში, სამეული შემდეგნაირად დაკომპლექტდა: | ადგილი: გიორგი მამარდაშვილი – 163 ქულა || ადგილი: ხვიჩა კვარაცხელია – 153 ქულა ||| ადგილი: საბა ლობჟანიძე – […]
ვატო არველაძე: “მინდა ჩემი საგვარეულოს ისტორია გავაგრძელო და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფორმაში დავბრუნდე”
ვატო არველაძემ, რომელიც ბაქოს “ნეფთჩის” რამდენიმე დღის წინ შეუერთდა, აზერბაიჯანულ გამოცემა azerisport.com-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემების შესახებ ისაუბრა, მათ შორის გუნდთან ადაპტაციის, სოლომონ კვირკველიას ფაქტორის და მისი საფეხბურთო ოჯახის შესახებ ისაუბრა. “ძალიან მომწონს, რომ ქვეყნის უდიდეს კლუბში მიწევს ყოფნა. ადაპტაციას სწრაფად გავდივარ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ფორმაში სწრაფად დავბრუნდე. უბრალოდ ცოტა დრო მჭირდება. ახლა ყველაფერს ვაკეთებ, […]
სოლომონ კვირკველიას სადებიუტო გოლი ნეფთჩის მაისურით | VIDEO
საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, სოლომონ კვირკველიამ აზერბაიჯანის ვიცე-ჩემპიონ ბაქოს “ნეფთჩიში” გადაბარგების შემდეგ სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა. 30 წლის უკანახაზელმა ეს აზერბაიჯანის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში გააკეთა და “კაპაზის” კარის აღება მოახერხა. კვირკველიას ახალი კლუბის მაისურით უკვე 5 ჩატარებული შეხვედრა მოუგროვდა, შემდეგი მატჩი კი გუნდს 20 აგვისტოს, დავით ვოლკოვის “საბაჰის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
ბოსნიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ცნობილია
2022 წლის პირველი ამხანაგური შეხვედრას საქართველოს ნაკრები 25 მარტს გამართავს. “ჯვაროსნები” ბოსნიისა და ჰერცეგოვინის წინააღმდეგ სტუმრად, ქალაქ ზენიცაში ითამაშებენ. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საქართველოს პირველი არხის ეთერში იქნება შესაძლებელი. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე უკვე ცნობილია საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა, რომელიც ასე გამოიყურება: საქართველო: გიორგი ლორია – ოთარ კაკაბაძე, […]
კოსოვო – საქართველოს მატჩის მსაჯის ვინაობა ცნობილია
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები პრიშიტინაში კოსოვოს დაუპირისპირდება. უკვე ცნობილია, რომ შეხვედრას პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი: პაველ რაჩკოვსკი მთავარი არბიტრის ასისტენტები: რადოსლავ სიეკა, ადამ კუპსიკი VAR-ის არბიტრები: ტომაშ კვიატოვსკი, კრჟიშტოფ იაკუბიკი საინტერესოა, რომ მთავარ მსაჯს, რომელიც 38 წლისაა და უმაღლეს დონეზე 2010 წლიდან მუშაობს, აქამნდე ქართულ ფეხბურთთან შეხება ორჯერ ჰქონდა. პირველად […]
კვირკველიამ შესაძლოა კარიერა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გააგრძელოს
სოლონ კვირკველიას აგენტმა, ივან კარპმა ქართველი ფეხბურთელის კარიერის შესაძლო განვითარებაზე ისაუბრა. “ახლოს ვართ არაბთა გაერთიანებული საამიროების კლუბთან კონტრაქტის გაფორმებასთან. თუმცა, ამავდროულად, განვიხილავთ ყველა მიღებულ შემოთავაზებას,” – განაცხადა კარპმა რუსულ მედიასთან. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მცველმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე მოსკოვის “ლოკომოტივი” დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. კვირკველიას თქმით, ის რუსეთში დარჩენას აღარ აპირებს. აღსანიშნავია, რომ 29 […]
6 ივნისი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში
2021 წლის 6 ივნისს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და ისტორიაში პირველად, ევროპის 1988 წლის ჩემპიონს და მსოფლიოს სამგზის ვიცე-ჩემპიონ (1974, 1978 და 2010) ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება. საინტერესოა, როგორი თარიღია 6 ივნისი საქართველოს ნაკრების ისტორიაში. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, ეროვნულ გუნდის ისტორიაში ამ დღით 5 მატჩი თარიღდება, საიდანაც “ჯვაროსნებმა” 2 მოიგეს, სამში კი […]
ურთიერთშეხვედრების ისტორია: როგორი მეტოქეა რუმინეთი?
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2 ივნისს, რუმინეთში, ქალაქ პლოიეშტში ილიე ოანას სტადიონზე, რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ამხანაგურ შეხვედრაში “ჯვაროსნების” მეტოქე ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული გუნდია, რადგან ისტორიაში ჩატარებული 7 მატჩიდან საქართველომ გამარჯვების მოპოვება ვერცერთში მოახერხა. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები ერთმანეთს ორჯერ ოფიციალური შეხვედრის სტატუსით, ხუთჯერ კი ამხანაგურად დაუპირისპირდნენ და რუმინელებმა გამოკვეთილი უპირატესობის მოპოვება შეძლეს: 5 მოგება, 2 ფრე. საქართველოსა […]
კვირკველია რუსეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდშია
“როტორის” ცენტრალური მცველი, სოლომონ კვირკველია რუსეთის პრემიერ ლიგის 28-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. Whoscored-ის მიხედვით, ქართველმა ფეხბურთელმა 7,6 შეფასება მიიღო. აღსანიშნავია, რომ “როტორის” დაცვის ცენტრალური ხაზი “ახმატთან” მოგებულ (1:0) შეხვედრაში გამორჩეული იყო. სიმბოლურ გუნდში, მეორე ცენტრალურ მცველად სწორედ კვირკველიას მეწყვილე, სედრიკ გოგუა მოხვდა. მოსკოვის “ლოკომოტივიდან” “როტორში” განათხოვრებულმა კვირკველიამ “ახმატთან” ბურთი 2-ჯერ ჩაჭრა, 2 წარმატებული ვარდნა […]
კახა ცხადაძე – სირცხვილია, ესაა ნაკრებისა და გულშემატკივრების უპატივცემულობა
“დინამო არენაზე” გამართულ უპრინციპულეს შეხვედრაში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა. დაპირისპირება, რომლის სასწორზეც ევროპის ჩემპიონატის საგზური იდო “ჯვაროსნების” მარცხით, ანგარიშით 0:1 დასრულდა. 12 ნოემბერს, “დინამო არენაზე” გამართული უმნიშვნელოვანესი მატჩი, რომელსაც სრულიად საქართველო უდიდესი მოლოდინით ელოდა, შესაძლოა ოქროს ასოებით ჩაწერილიყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში – საპირისპიროდ, ეროვნული სტადიონის ცარიელი ტრიბუნების ფონზე, საქართველოს ნაკრებმა დასანანი მარცხი […]