გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას ესპანეთის მესამე ლიგის წარმომადგენელ კლუბში გააგრძელებს – “ლევანტემ” ქართველი ფეხბურთელი კასტელონში გაანათხოვრა.
როგორც ცნობილია, ქართველ ნახევარმცველთან კონტრაქტი “კასტელონმა” 2023 წლის ივნისამდე გააფორმა.
ქოჩორაშვილი “ლევანტეს” აკადემიაში 2019 წლის ივლისში მოხვდა (44 მატჩი, 3 გოლი). ძირითად გუნდში გადასვლის შემდეგ, 23 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 6 ჩატარებული მატჩი და 1 გოლია.
“კასტელონი” ესპანეთის მესამე ლიგაში, კერძოდ კი პრიმერა FFEF-ის მეორე ჯგუფში ასპარეზობს და პირველ ტურში განცდილი მარცხის შედეგად, მე-15 პოზიციას იკავებს.