რა სხვაობაა მესისა და ჰოლანდს შორის? – გვარდიოლას პასუხი

,,მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, უპასუხა შეკითხვას თუ რა სხვაობაა ერლინგ ჰოლანდსა და ლეო მესის შორის:

,,განსხვავება, ალბათ, ისაა, რომ ჰოლანდს მაღალი შედეგიანობისთვის ყველა მისი თანაგუნდელი სჭირდება, ის საოცარი ფეხბურთელია.

მესის კი შეუძლია, ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთოს,” – გვარდიოლას სიტყვებს beIN Sports-ი ციტირებს.

,,მანჩესტერ იუნაიტედთან” მოგებულ შეხვედრაში (6:3) ერლინგ ჰოლანდმა ჰეთთრიკი გაიფორმა და გახდა პირველი ფეხბურთელი პრემიერლიგის ისტორიაში, რომელმაც სამი გოლი ზედიზედ სამ საშინაო მატჩში გაიტანა.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდის ანგარიშზე ,,სიტის” მაისურით ჩატარებულ 11 შეხვედრაში 17 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

რა სხვაობაა მესისა და ჰოლანდს შორის? – გვარდიოლას პასუხი

სტატიის ავტორი
-