ქართველი სპორტსმენების წარმატებული ასპარეზობა კარატეს საერთაშორისო ტურნირზე

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში გამართულ კარატეს საერთასორისო ტურნირზე (TURKISH OPEN GRAND PRIX) ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.

ტურნირში 20 ქვეყანა მონაწილეობდა: თურქეთი, საქართველო, ბულგარეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ეგვიპტე, იორდანია, პალესტინა, მალაიზია, მავრიტანია, ლიბია, ბრუნეი, ინდოეთი, ერაყი, ინდონეზია, ბოსნია, კოსოვო, ალბანეთი, რუმინეთი და ალჟირი.

მნიშვნელოვან ტურნირზე საქართველოს ნაკრები სამი სპორტსმენით წარსდგა. ლუკა ქაჯაიამ, ლუკა ლობჯანიძემ და ჯემო მიქელაძემ სხვადასხვა წონით კატეგორიებში იასპარეზეს. ნაკრები სტამბოლში მთავარი მწვრთნელის – ლაშა კოდუას ხელმძღვანელობით ჩავიდა და საკმაოდ წარმატებითაც იასპარეზა, რაც ადგილობრივმა კარატეს სპეციალისტებმაც არაერთგზის აღნიშნეს. ჯამში ქართველი სპორტსმენები ღირსეულად გამოვიდნენ და მედლებიც დამსახურებულად მოიპოვეს.

  • ჯემო მიქელაძე – ვერცხლი აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, ასაკი U21 და ბრინჯაო -61კგ U21 წონით კატეგორიაში.
  • ლუკა ქაჯაია ვერცხლი -68 კგ U21 წონით კატეგორიაში.
  • აღსანიშნავია ასევე ლუკა ლობჯანიძის კარგი ასპარეზობა, რომელმაც მედალი ვერ მოიპოვა, მაგრამ მეოთხე ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრები უკვე დაბრუნდა საქართველოში და განაგრძობს მზადებას საერთაშორისო ტურნირისათვის, რომელიც უნგრეთში გაიმართება.

ქართველი სპორტსმენების წარმატებული ასპარეზობა კარატეს საერთაშორისო ტურნირზე

სტატიის ავტორი
-