ტენერიფემ პერისტერისთან წააგო – შერმადინმა 13 ქულა მოაგროვა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ,,პელისტერიმ” ,,ტენერიფეს” უმასპინძლა და 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 88:81 დაამარცხა.

სტუმართა შემადგენლობაში 26 წუთი ითამაშა გიორგი შერმადინმა, რომელმაც 13 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 3 ორქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. ,,ტენერიფეს” 17 ქულით, 9 პასითა და 1 მოხსნით მარსელინიო უერტასმა ულიდერა.

,,პელისტერის” რიგებში 21 ქულით, 4 მოხსნითა და 1 ასისტით ალექსა რადანოვი გამოირჩა.

,,ტენერიფე” 1 მოგებითა და 1 მარცხით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა, ,,პელისტერი” კი 2 გამარჯვებით ჯგუფის ლიდერია.

გიორგი შერმადინის გუნდი მომავალ შეხვედრას 23 ოქტომბერს, ესპანეთის ჩემპიონატში, ,,ბარსელონასთან” სტუმრად გამართავს.


ტენერიფემ პერისტერისთან წააგო – შერმადინმა 13 ქულა მოაგროვა

სტატიის ავტორი
-