“არ ვიცი, რა ვთქვა” – ლუკა დონჩიჩის ბრწყინვალე სტატისტიკა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “დალასისა” და “იუტას” დაპირისპირება შედგა.

დაძაბული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 103:100 დასრულდა. “დალასის” გამარჯვებაში ლომის წილი გუნდის ლიდერმა – ლუკა დონჩიჩმა დაიდო. პარკეტზე გატარებულ 35:28 წუთში, დონჩიჩმა 35 ქულის, 5 მოხსნისა და 11 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

NBA-ის მიმდინარე სეზონი ახალი დაწყებულია. “დალასმა” მხოლოდ 7 მატჩი გამართა და დონჩიჩმა შვიდივე შემთხვევაში 30+ ქულის დაგროვება შეძლო, რითიც ლეგენდარული უილტ ჩემბერლენის რეკორდი გაიმეორა. აღსანიშნავია, რომ NBA-ს ისტორიაში მხოლოდ 2 მოთამაშე იყო, რომელთაც მსგავსი შედეგი დააფიქსირეს. ლეგენდარულმა ჩემბერლენმა ეს 1959-60 და 1962-63 წლების სეზონებში შეძლო. 1959-60 წლების სეზონში, ჯეკ ტვაიმენმაც იგივე სტატისტიკა დააფიქსირა.

https://twitter.com/dallasmavs/status/1587999544587042817

აღნიშნულთან დაკავშირებით ლუკა დონჩიჩმა საინტერესო კომენტარი გააკეთა: “არ ვიცი, რა ვთქვა. მე მხოლოდ ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი მატჩი მოვიგო. ბევრი ქულის დაგროვების შემთხვევაში გამარჯვების შანსი იზრდება. ვთვლი, რომ დღეს ერთ-ერთი საუკეთესო თამაში მქონდა”. 

“არ ვიცი, რა ვთქვა” – ლუკა დონჩიჩის ბრწყინვალე სტატისტიკა

სტატიის ავტორი
-