ალჯამეინ სტერლინგმა 2019 წელს დასახული მიზნების სია გამოაქვეყნა

UFC-ის ჩემპიონი დოდი პოპულარობით სარგებლობს MMA-ს სამყაროში მას შემდეგ, რაც ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. სტერლინგმა, ახლახანს შეძლო თავისი ტიტულის მეორედ დაიცვა. სტერლინგმა თიჯეი დილაშოუ მეორე რაუნდში დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა.

ალჯამეინ სტერლინგმა 2019 წელს დასახული მიზნების სია გამოაქვეყნა 1

ბრძოლის შემდეგ, 33 წლის სპორტსმენმა სოლიდური თანხა გამოიმუშავა და დედას სახლიც უყიდა. MMA Hour-თან სუაბრისას ალჯომ აღნიშნა, რომ საკუთარი თანხის ინვესტირებას კარგად ახდენს.

იამაიკელმა ჩემპიონმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ემოციური პოსტი, სადაც საზოგადოებას 2019 წელს დაწერილ მიზნების სიას აჩვენებს. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის დაუფლება იყო, რომელიც შეასრულა.

“გუშინ, სახლის დალაგებისას ეს ძვირფასი ფურცელი ვიპოვე. ამის ნახვა ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. საოცარია სად ვიყავი მაშინ და სად ვარ ახლა. ეს მოგზაურობა ადვილი არ ყოფილა. მე უამრავი მსხვერპლი გავიღე იმისათვის, რომ ეს ყველაფერი შემესრულებინა. მე ძალიან გამიმართლა, რადგან არცერთი სპორტსმენი არაა დაზღვეული, რომ მის მიზნებს 100%-ით შეასრულებს.

სიაში უამრავი სურვილი იყო ჩამოწერილი, მათ შორის კრივის გაუმჯობესება, სტრაიკინგზე მუშაობა. გარდა ამისა, სტერლინგი მიზნად ისახავს, რომ საბრძოლო კარიერის დასრულების შემდეგ, სამწვრთნელო კარიერა დაიწყოს.

ალჯამეინ სტერლინგმა 2019 წელს დასახული მიზნების სია გამოაქვეყნა

სტატიის ავტორი
-