კატალონიის ,,ბარსელონას” ნახევარმცველი, გავი ესპანეთის ნაკრების სამუნდიალო განაცხადში მოხვდა.
Marca-ს ცნობით, 18 წლის ფეხბურთელი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ,,ფურია როხას” ისტორიაში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის გამოიძახეს.
გავიმ სესკ ფაბრეგასის რეკორდი გააუმჯობესა – სესკმა 2006 წლის მუნდიალზე 19 წლის ასაკში ითამაშა.
მიმდინარე სეზონში ,,ბარსელონას” ნახევარმცველის ანგარიშზე კატალონიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემაა.
ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის E ჯგუფში კოსტა რიგის, გერმანიისა და იაპონიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.