მსოფლიო ჩემპიონატის E ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა კოსტა რიკა 7:0 დაამარცხა.
მატჩში ლუის ენრიკეს გუნდმა რამდენიმე ისტორიული რეკორდი დააფიქსირა.
დღევანდელ შეხვედრაში ბურთის ფლობა ესპანელთა სასარგებლოდ 81,7%-ი იყო, რაც მუნდიალების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო შედეგია. აქამდე რეკორდი არგენტინას ეკუთვნოდა (80,3% საბერძნეთთან მატჩში 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე).
გარდა ამისა, ესპანეთი გახდა პირველი ნაკრები, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში 1000-ზე მეტი პასი გააკეთა. 1056 პასიდან 976 ზუსტი იყო, რაც, რა თქმა უნდა, ასევე რეკორდია.
ესპანეთი მომდევნო შეხვედრას კვირას, 27 ნოემბერს, გერმანიის წინააღმდეგ გამართავს. კოსტა რიკა კი ამავე დღეს იაპონიას შეხვდება.