პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სუპერვარსკვლავი – კრიშტიანუ რონალდუ საყოველთაო ყურადღების ცენტრშია მოქცეული.
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ, კრიშტიანუ რონალდუ 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა და £50,000 ფუნტის გადახდა დააკისრა. რონალდუს დასჯის მიზეზი “ევერტონის” წინააღმდეგ გამართული მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტია, რა დროსაც პორტუგალიელმა მასპინძელთა 14-წლის გულშემატკივრის ტელეფონი მოისროლა.
რონალდუს დასჯის შესახებ ინფორმაცია “მანჩესტერ იუნაიტედთან” მოქმედი კონტრაქტის გაწყვეტიდან მალევე გავრცელდა. შეგახსენებთ, ორმხრივი შეთანხმების შედეგად, კრიშტიანუ რონალდუმ “მანჩესტერ იუნაიტედი” დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაცია თავად კლუბმა გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ გუნდი გაწეული სამსახურისთვის პორტუგალიელს მადლობას უხდის. გაცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ”მანჩესტერ იუნაიტედში” ყველა კონცენტრირებულია გუნდის პროგრესზე და ერთად მუშაობენ წარმატების მისაღწევად.
კრიშტიანუ რონალდუ და კომპანია მუნდიალზე ასპარეზობას 24 ნოემბერს, 20:00 საათზე დაიწყებენ, როდესაც პორტუგალიისა და განას დაპირისპირება შედგება.