ირლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, როი კინმა, მექსიკასთან შეხვედრაში ლეო მესის თამაში შეაფასა:
,,მან გააკეთა ის, რასაც ყველა დიდი ფეხბურთელი აკეთებს. ყველაფერს ეპიზოდები წყვეტს: მისი ტექნიკა და შესანიშნავი შესრულება. ორ თამაშში ორი გოლი – ასეთ მოთამაშეებს ვერ ჩამოწერ.
არგენტინის ნაკრების მიმართ სამართლიანები რომ ვიყოთ, უნდა ვთქვათ, რომ მათ მატჩის მიმდინარეობა შეცვალეს და მოგების გზა იპოვეს. დღეს ისინი თავს ბევრად უკეთესად გრძნობენ,” – განაცხადა კინმა.
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში არგენტინამ მექსიკას 2:0 მოუგო. მესიმ მატჩში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა მიითვალა.
,,ალბისელესტე” მომავალ შეხვედრას ოთხშაბათს, 30 ნოემბერს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს.